,,ოლიმპელებისთვის’’ ქველმოქმედება ტრადიციული საქმიანობაა

,,ოლიმპელებისთვის’’ ქველმოქმედება ტრადიციული საქმიანობაა. წლების მანძილზე ,,ოლიმპელები’’ მხარს უჭერენ ცნობილ საქველმოქმედო ინიციატივებს (ფონდი ,,იავნანა’’), აწყობენ საშობაო-საახალწლო აქციებს, გამოფენა-გაყიდვებს, მასპინძლობენ მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლთა აღსაზრდელებს. საქველმოქმედო აქცია ამჯერად სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურობით ჩატარდა. სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა შეაგროვეს თანატოლებისათვის ტანსაცმელი, სათამაშოები, საკვები, ტკბილეული, წიგნები, საკანცელარიო ნივთები. საქველმოქმედო ტვირთი დახარისხებული და შეფუთული სახით ,,ოლიმპის’’ მოსწავლეებმა (თვითმმართველობის წარმომადგენლებმა) და საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებმა გადასცეს საქველმოქმედო ორაგნიზაცია ,,მომავლის გზას.’’