რატომ ოლიმპი?

სკოლა „ოლიმპი“ ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქვს სტაბილური, მრავალწლიანი გამოცდილება, ჰყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, უცხო ენები გაძლიერებულად და თანამედროვე მეთოდებით ისწავლება. ერთ სივრცეში უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი სერვისები.
სკოლის მიზანია იყოს მოწინავე, ინოვაციური და მრავალმხრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოსწავლეები მზრუნველ, კომფორტულ და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში მიიღებენ ხარისხიან განათლებას, განივითარებენ საკუთარ ნიჭს, დაკავდებიან სპორტით და შეეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების სტილს.
პედაგოგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თითოეულ მოსწავლეში ლიდერული თვისებების, კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
ჩვენს სკოლაში გატარებული ყოველი წელი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას თითოეული მოსწავლის მრავალმხრივი და თანმიმდევრული განვითარებისათვის.