სასკოლო უნიფორმა

ჩვენ სკოლაში არსებული სასწავლო უნიფორმა

   სასკოლო ფორმა სკოლის კულტურის განუყოფელი ნაწილია. მისი ტარების აუცილებლობა აღიარებულია მშობლეთა და მასწავლებელთა მიერ. პატარა ,,ოლიმპელებს’’ მოსწონთ და ეამაყებათ საკუთარი სკოლის ლოგოთ დამშვენებული სამოსის ტარება. ფორმა აერთიანებს სკოლის საზოგადოებას, ხელს უწყობს კორპორატიულობის განცდის ჩამოყალიბებას, ასევე, ორგანიზებულობის ჩვევებისა და დისციპლინის განმტიკიცებას მოსწავლეებში.   სასკოლო ფორმა ,,ოლიმპელებისათვის’’ შეირჩა კომფორტულობისა და ხარისხის ნიშნით. სასკოლო ფორმის მნიშვნელოვანი ატრიბუტია ,,ოლიმპის’’ ლოგო. ფორმის ტარება დაწყებით კლასების მოსწავლეებისათვის 2017-2018 სასწავლო წლიდან სავალდებულოა.