ვიქტორინა მათემატიკაში

11 დეკემბერს სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა  მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების  განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. ვიქტორინის დასაწყისში თითოეულმა კაპიტანმა გუნდთან ერთად  ორიგინალურად წარადგინა საკუთარი დასახელება და დევიზი. ვიქტორინის ფორმატით პასუხებისათვის განსაზღვრული იყო ერთი წუთი. ყოველი კითხვა ჩნდებოდა ეკრანზე და წარედგინებოდათ მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მესამეკლასელები. დავალებები  მოამზადა და ვიქტორინას უძღვებოდა მათემატიკის პედაგოგი, ქ-ნი ნონა ლუარსაბიშვილი. ვიქტორინის პირველ ტურში მონაწილეობდნენ გუნდები:

,,იქსი’’  -  ბექა გაგუა (კაპიტანი), ბაჩანა ზაქაიძე, თეკლა კვაჭაძე, ანნა სალაღაია;

,,კვადრო’’ - ირაკლი ცერცვაძე (კაპიტანი), გიორგი დემეტრაშვილი, ნიკოლოზ გასიტაშვილი, საბა ბერძენიშვილი;

 ,,კვინტეტი’’-  მერაბ მაჭავარიანი(კაპიტანი), ელენე სტეფანაშვილი, გიორგი ჩემია, ალექსანდრე მჭედლიშვილი, ნატალი ნემსაძე;

,,ევერესტი’’  - ჯარჯი ჯვარელი (კაპიტანი), რეზი ახვლედიანი, ნინო მამალაძე, საბა ბერულავა;

 ,,ფორმულა’’  - ანა ბაბუხადია (კაპიტანი), ილია მეშველიანი, თენგიზ ნოზაძე, მარიამ ჭაღიაშვილი, ნიკოლოზ კოფენლუ;

  ,,ევრიკა’’  - ნატალი ციციშვილი(კაპიტანი), ნელი დავითულიანი, ნია ზაუტაშვილი, ალექსანდრა ძეგველიშვილი, მაშო გრძელიშვილი;

 ,,პითაგორა’’ -  ნინო კეკელია (კაპიტანი), ქეთევან ჩხაიძე, კესო დვალიშვილი, ნატალი კირთაძე, ელენე კირთაძე, ნია შაგო.

ვიქტორინამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კაპიტნების უმეტესობამ წარმატებით გაართვა თავი ბლიც-კითხვების რაუნდს. ხუთმა გუნდმა 20 კითხვა-დავალების შედეგად თანაბარი ქულები დააგროვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ვიქტორინის  მეორე (ფინალური) ტური ჩატარდება მეორე სემესტრის დასაწყისში. ვუსურვებთ მონაწილეებს საინტერესო ასპარეზობასა და წარმატებებს!