,,შემოდგომის   რაფსოდია’’

2017  წლის  პირველ  დეკემბერს  ,,ოლიმპში’’   ,,შემოდგომის   რაფსოდიით’’ გაგვახარეს მოსწავლეებმა და ქ-ნმა ნინო ჯავახიძემ.  კონცერტის  იდეა საშემოდგომო   განწყობას უკავშირდებოდა. პედაგოგმა შეარჩია ქართული და უცხოური რეპერტუარი, მანვე შეუხამა სასცენო მოძრაობები კომპოზიციის ჩანაფიქრს. შესრულდა საფორტეპიანო პიესა.  სასიმღერო ნაწილი მოიცავდა სოლოს, დუეტის, მცირე და დიდი გუნდების ჩართულობას. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასების მოსწავლეებმა კლასების სრული შემადგენლობით (80-ზე მეტი მოსწავლე),  რაც   განსაკუთრებული მასშტაბით წარმოადგენს პედაგოგის შრომას. საკმაოდ რთულმა რეპერტუარმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა ქ-ნ ნინოსა და ჩვენს სყვარელ ბავშვებს!  

 

„შემოდგომის რაფსოდია“

პროგრამა

1. ,, შემოდგომის მოტივებიდან’’ - გ. ტაბიძე   -   მაშო ხაზალიას შესრულებით;

2.  კომპოზიცია - „ფოთოლცვენა“ (პ. ჩაიკოვსკი-„ოქტომბერი“) V კლასის მოსწავლე გოგონების შესრულებით;

3. ,,ყვითელი ფოთლები’’ - გ. ყანჩელი   -  V კლასების მოსწავლეთა გუნდის შესრულებით;

4. ,,შემოდგომის ყვავილებს’’ - ბ. კვერნაძე    -   V კლასების მოსწავლეთა შესრულებით;

5.  Вальс-бостон - ა. როზენბაუმი     -     V კლასების მოსწავლეთა და ნინო ხეცურიანის შესრულებით;

6. bossa nova - ა. დვორჟაკი      -       ნათია ერისთავის შესრულებით;

7. Autumn Leaves - ი. კოზმა     -     ნიკოლოზ ვაშაყმაძისა და V კლასების მოსწავლეთა  შესრულებით;

8. ,,კართან მოდგა შემოდგომა’’ -  V კლასის მოსწავლე გოგონათა  შესრულებით;

9. ,,ვერხვის ფოთოლთან’’ - ი.ბობოხიძე     -    V კლასის მოსწავლე გოგონების შესრულებით;

10. ,,მზის სიმღერა’’ ( მულტფილმიდან „საზამთრო“) - ჯ. კახიძე   -   III კლასის მოსწავლეთა შესრულებით;

11. ,,აგური, ტალახი’’ ( მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“)  - გ.ყანჩელი    -    III კლასის მოსწავლეთა შესრულებით;

12. ,,შემოდგომა’’ - მ. ლებანიძე   -  ანანო კალანდაძე

13. ,,ქარი ქრის’’   -      IV (2) კლასის მოსწავლეთა შესრულებით.

14. ,,პაწაწინა რტო ვარ’’ - ზ. ჩანჩალაძე;      -    ნიტა ინანიშვილისა  და  IV(2)  კლასის  მოსწავლეთა  შესრულებით;

15. Edelweiss  -  რ. როჯერსი   -   ანასტასია ჟორჟიკაშვილის, ჯაბა იოსელიანისა  და  IV(1)   კლასის  მოსწავლეთა  შესრულებით;

16. ,,მზე დედაა ჩემიო’’ - ნ. გაბუნია      -     IV(1)  კლასის მოსწავლეთა შესრულებით;

17. ,,ბალადა ვაზზე’’ - რ. ლაღიძე    -   IV და V კლასების მოსწავლეთა გუნდის  შესრულებით.