საჭადრაკო ტურნირი

სკოლა ,,ოლიმპი’’ ცდილობს, განავითაროს ჭადრაკის სწავლების მიმართულება სკოლაში. ამ მიზნით 2010–2011 სასწავლო წლის დასასრულს, აპრილსა და მაისში, ჩატარდა საჭადრაკო ტურნირები კლასებში, ხოლო –– მაისს ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატის დასკვნითი ტური, რომელსაც წარმართავდა სკოლა ,,ოლიმპის’’ ჭადრაკის პედაგოგი, ეროვნული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის ხუთგზის ჩემპიონი მამაკაცთა შორის, ბ–ნი გივი გოგიჩაიშვილი. 
დასკვნით ეტაპზე მონაწილეობდა 16 მოსწავლე. 2010–2111 სასწავლო წლის სკოლის ჩემპიონობა ჭადრაკში მოიპოვა ანა მელიამ. მეორე ადგილზე გავიდა ვანო შოშიაშვილი, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა გიორგი კალანდაძე. ტურნირის ყველა მონაწილეს სკოლის ადმინისტრაციამ გადასცა სამახსოვრო სიგელები, პირველ, მეორე და მესამე ადილზე გასულებს გადაეცათ საპრიზო მედლები.

სკოლა ,,ოლიმპი’’ ულოცავს ანა მელიას, ვანო შოშიაშვილს და გიორგი კალანდაძეს მოპოვებულ წარმატებას!