ზაალ სამადაშვილი სტუმრად სკოლა „ოლიმპში

2013 წლის 13 დეკემბერს სკოლა „ოლიმპში", სკოლის მოსწავლეებთან შესახვედრად მოწვეული იყო ცნობილი მწერალი ზაალ სამადაშვილი. შეხვედრაზე მან გაუზიარა მოსწავლეებს თავისი გამოცდილება და შეხედულებები მწერლობასთან დაკავშირებით. სკოლის მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მისი ნაწარმოებების ცოდნა და დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რაზეც მწერლისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.