კერძო სკოლა „ოლიმპის" უცხოური ენების კათედრა

2014 წლის 19 მაისიდან სკოლა „ოლიმპის" უცხოური ენების კათედრა (ხელმძღვანელი ნონა კოდელაშვილი) წარმოადგენს პრეზენტაციებს, ღია გაკვეთილებსა და ვიქტორინებს ინგლისურ ენაში. აქტივობებში მონაწილეობენ სკოლა ,,ოლიმპის’’ მეხუთე-მეათე კლასების მოსწავლეები. კათედრა მიზნად ისახავს, მისცეს მოსწავლეებს საშუალება, სკოლის საზოგადოების წინაშე გამოავლინონ ცოდნა, გამოიმუშაონ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, გუნდური მუშაობის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ინტეგრირებულ  აქტივობებში მონაწილეობის უნარები.