გერმანული ენის საგაკვეთილო პროცესი CLIL (content language intergrated learning)  მეთოდიკით.

სკოლა ,,ოლიმპის’’ 2017-2018 სასწავლო წლის სასკოლო გეგმით გთვალისწინებულია გერმანული ენის სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესება (საკლასო დანაყოფების წარმოქმნა, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგის მოწვევა). გერმანული ენის გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახვდა გარემოს დაცვის პრობლემატიკის გაცნობასა და  განხილვას,  გარემოსმცოდნეობითი თვალსაწიერის გაფართოებას, ენობრივი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას.  მოსწავლეებმა პროექტის პირველ ფაზაში ჩაატარეს დებატები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

მეორე ფაზა ითვალისწინებდა უპირატესად ხელნაკეთობების შექმნას, კეთებით სწავლის ფორმატის გააქტიურებას. მოსწავლეებმა მოხატეს ქოთნები, ნახატები იყო ძალიან საინტერესო. ნამუშევრებში ხაზი გაუსვეს ხეების მნიშვნელობას ქალაქისთვის, სიგარეტისა და ნარჩენების პრობლემას.

დასასრულ მოსწავლეებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაცია, თუ რა არის მათთვის გარემოს დაცვა და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის მოხატულ ნახატს.

პროექტის განხორციელება მიზნად ისახავდა  გერმანული ენის საგაკვეთილო პროცესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას, მოტივაციის ამაღლებას, პროცესის  გამრავალფეროვნებას. პროქტის მიზანი იყო კრეატიული, შემოქმედებითი კომპონენტის გააქტიურება, რასაც ითვალისწინებს, CLIL (content language intergrated learning)  მეთოდიკა. მისი არსი გახლავთ ინტეგრირებული სწავლება, მდგრადი განათლება ანუ გარემოს დაცვითი კომპონენტების ინტეგრირება გაკვეთილის მსვლელობისას.

პროექტში ჩაერთო მოსწავლეთა სრული შემადგენლობა. გამოვლინდა  დიდი ინტერესი, მოტივაცია და მზაობა ინტერდისციპლინური აქტივობების მიმართ. მოსწავლეებმა ხალისით შეისწავლეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია გერმანულ ენაზე.

გერმანული ენის პედაგოგები:

ნათია ნაროუშვილი

გვანცა ხინთიბიძე