სკოლა ,,ოლიმპის’’ ახალი შეთავაზება IV, V, VI კლასელებისათვის! 

სკოლა ,,ოლიმპის’’ ახალი შეთავაზება IV, V, VI კლასელებისათვის! 
სკოლა ,,ოლიმპი’’ მიზნად ისახავს, დაწყებითი საფეხურის IV, V, VI ყველა მოსწავლე გავიდეს ინგლისური ენის ფლობის საუკეთესო შედეგზე და მაქსიმალურად გამოავლინოს შესაძლებლობები. ამ მიზნით IV, V, VI კლასელებს სკოლა სთავაზობს მსოფლიოში აღიარებული TOEFL-ის გამოცდისათვის უსასყიდლო მომზადებას მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში. 
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გაიარონ ერთი იმიტირებული და ერთი ოფიციალური TOEFL-ის გამოცდა. ეს პროცესი საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, შეაფასონ მუშაობის პროცესი, შედეგები, გამოკვეთონ სუსტი და ძლიერი მხარეები მსოფლიო სტანდარტების დონეზე. 
საინფორმაციო შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართება 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, სკოლის სააქტო დარბაზში.