სკოლა ოლიმში განხორციელდა კომპოზიცია ,,ქაქუცა’’

2013 წლის 24 მაისს სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში მუსიკის პედაგოგის, ქ-ნი ნინო ჯავახიძისა და მეხუთე-მეექვსე კლასების მოსწავლეების მონაწილეობით წარმოდგენილ იქნა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კომპოზიცია ,,ქაქუცა.’’ წარმოდგენისათვის მომზადდა საგანგებო აფიშა, დაიბეჭდა მოსაწვევები და პროგრამა. კომპოზიცია ასახავდა საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის წევრების ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. ამაღლებული განწყობა შექმნა ქორეოგრაფიულმა და  მუსიკალურმა ნაწილმა. კომპოზიციის ლიტერატრურული მხარე ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის დრამატულ პოემას ,,ქართვლის დედა,’’ ასევე, ლექსებსა და მემუარულ მასალას. მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა როლებმა, მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა კომპონენტებმა დამსწრეთა ოვაციები დაიმსახურა. კომპოზიცია ,,ქაქუცა’’  მესამეა ქ-ნი ნინო ჯავახიძის მიერ მომზადებულ პატრიოტულ-ჰეროიკული შინაარსის კომპოზიცათა რკალში (,,დიდგორი,’’ ,,ალუდა ქეთლაური’’).