დებატების ტურნირი

სკოლა ,,ოლიმპის’’ მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა წარმატება ,,ახალგაზრდული ხედვა - საქართველოს’’ მიერ ორგანიზებულ სასკოლო დებატების ტურნირში და დაიკავა მესამე ადგილი.
,,ოლიმპის’’ გუნდს წარმოადგენდნენ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: ელენე ერისთავი, ნინი კობახიძე, ანა ჟორდანია, ირაკლი გრძელიშვილი, რეზო ჭანიშვილი. ირაკლი გრძელიშვილმა სასკოლო დებატებში გამორჩეული მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საჩუქარი მოიპოვა; ,,ოლიმპის’’ გუნდის წევრებს გადაეცათ სერთიფიკატი და წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსის’’ სასაჩუქრე ბარათი.
დებატების ტურნირში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის. ვულოცავთ ,,ოლიმპის’’ მონაწილეებს წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებებს.