ხალხური სიმღერების საღამო
2014 წლის 13 მაისს. 13:00 საათზე,  სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში, სკოლა ,,ოლიმპის’’ მუსიკის პედაგოგი ქ-ნი ირინე ჭანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის კონცერტი, სადაც შესრულდა სიმღერები: ,,მოდი, აქ დაჯექ, ქალო’’ (ქართლ-კახეთი), ,,მოხევის ქალო, თინაო’’ (ხევი), ,,დილა’’ (გურია), ,,რაშოვდა’’ (რაჭა), ,,ერეხელი ვარ და’’ (სამეგრელო), ,,თებრონე მიდის წყალზედა’’ (ქართლ-კახეთი), ,,იმერული მგზავრული’’(იმერეთი), ,,აჭარული პოპური’’ (აჭარა), ,,ცანგალა და გოგონა’’ (ქართლ-კახეთი), ,,შინა ვორგილი’’ (სვანეთი), ,,შავლეგო’’ (ქართლ-კახეთი), ,,შატილის ასულო’’ (ხევსურეთი), ,,მრავალჟამიერი’’.

კონცერტში მონაწილეობდნენ სკოლა ,,ოლიმპის’’ მესამე კლასების მოსწავლეები.