თვითმმართველობის თავმჯდომარის/პრეზიდენტის არჩევნები

ძვირფასო ,,ოლიმპელებო,'' მინდა, გაცნობოთ, რომ პარასკევს, 3 ნოემბერს, ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის/პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნებში სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. ამ ფორმითა და წარმომადგენლობითი მასშტაბით თვითმმართველობის თავმჯდომარის/პრეზიდენტის არჩევნები პირველად გაიმართა ჩვენს სკოლაში. წარდგენილნი იყვნენ: ლიზი გოდერძიშვილი (მეშვიდე კლასი), ირაკლი იობაშვილი (მეათე კლასი), ზურაბ შოშიაშვილი ( მეათე კლასი).
არჩევნებში გაიმარჯვა ზურაბ შოშიაშვილმა. ვულოცავთ ზურაბს სკოლის ადმინისტრაციის სახელით, ვუსურვებთ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში და მოუთმენლად ველოდებით მასთან თანამშრომლობის დაწყებას ჩვენი საყვარელი სკოლის საკეთილდღეოდ!