გამოფენა-გაყიდვა სკოლა "ოლიმპში"

სკოლა ,,ოლიმპში’’ 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება ინგლისურენოვანი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომლის ორგანიზატორია სკოლის მრავალწლიანი პარტნიორი ინგლისური ენის სწავლა-სწავლების მიმართულებაში ,,ინგლისური წიგნის სახლი საქართველოში’’. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში სკოლა ახორციელებს TOEFL-ის გამოცდისათვის მოსამაზადებელ პროგრამას IV, V, VI კლასებში. 
გამოფენა-გაყიდვა ,,ოლიმპელებს’’ სთავაზობს მაღალპოლიგრაფიულ და აკადემიურ დონეზე გამოცემულ ინგლისურ წიგნებს (მსოფლიო ბესტსელერები, კლასიკოსები, ადაპტირებული და ორიგინალური ნაწარმოებები)