ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების სასკოლო გამოფენა

სახვითი და გამოყენებით ხელოვნების წრის ფუნქციონირებასთან ერთად ჩვენთან წელიწადში რამდენჯერმე იმართება ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების სასკოლო გამოფენა. გამოფენაზე თავს იყრის წრეზე მიღებული უნარების საფუძველზე შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები–ინტერიერი, თოჯინები და სხვა ნივთები. 

გასულ წელს ჩვენმა მოსწავლეებმა ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად მოაწყვეს გამოფენა „ზამთრის პირველი დღე.“ ღონისძიების ფარგლებში სკოლის სააქტო დარბაზსა და ფოეიში ჩატარდა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა– გაყიდვა. ამ ფორმით ჩვენმა მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბედიანის აღსაზრდელებს. გამოფენაზე წარმოდგენლი იყო ფერწერული, გრაფიკული და ნაძერწი ნამუშევრები, ასევე, თექა და ნაქარგობები.