კერძო სკოლა "ოლიმპი"-ში ჩატარდა გამოფენა „ზამთრის პირველი დღე“

„ოლიმპის“ მოსწავლეებმა ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად გამოფენა „ზამთრის პირველი დღე“ გამართეს. ღონისძიების ფარგლებში სკოლის სააქტო დარბაზსა და ფოეიში სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მოსწავლეების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა– გაყიდვა მოეწყო. ამ ფორმით ჩვენმა მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბედიანის აღსაზრდელებს. გამოფენაზე წარმოდგენლი იყო ფერწერული, გრაფიკული და ნაძერწი ნამუშევრები, ასევე, თექა და ნაქარგობები.