1 კლასელთა ღია კარის დღე

2013 წლის 15 ივნისს ჩატარდა ღია კარის დღე, რომელსაც ესწრებოდნენ პირველკლასელთა მშობლები, პედაგოგები, სკოლის განვითარებითა და პროგრამებით დაინტერესებული პირები. ღია კარის დღეზე ადმინისტრაციამ წარადგინა სკოლის სტრუქტურა, მმართველი გუნდის შემადგენლობა, პედაგოგიური გუნდის წევრები. ღია კარის დღეზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაწყებითი სწავლების მიმართულებას. სადამრიგებლო პროგრამის, ქრთული ენისა და ლიტერატურის, მთემატიკის, ბუნებისმცოდნეობის, ისტ-ის, ინგლისური და რუსული ენების, ქართული ცეკვის სწავლების, სკოლის განვითარების ხედვის ამსახველმა პრეზენტაციებმა დამსწრეთა ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ღია კარის დღე დასრულდა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციით, რომელიც წარმოადგინეს მეორე-ეექვსე კლასების მოსწავლეებმა.