ჯეოსტარი “ოლიმპში''

2011 წლის 11 ნოემბერს, 13 საათზე, სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა ჯეოსტარელ ლევან კბილაშვილთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლევან კბილაშვილის მეგობრები: ანსამბლი ,,ბარძიმი,’’ მირზა მოდებაძე, გიორგი ცხვარიაშვილი და სიონის მგალობელთა გუნდი.
შეხვედრას ესწრებოდა სიონის მგალობელთა გუნდის რეგენტი, ბ–ნი ლაშა ზაალიშვილი. შესრულდა საგალობლები და ქალაქური რეპერტუარის სიმღერები. ,,ოლიმპის’’ მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები. შეხვედრამ გამოავლინა მოსწავლეთა კეთილგანწყობა და ინტერესი ახალგაზრდა შემსრულებლების შემოქმედებისადმი.