π რიცხვის საერთაშორისო დღე

 

ყოველწლიურად მსოფლიოში აღნიშნავენ π რიცხვის საერთაშორისო დღეს. ექსპო-ჯორჯიას პავილიონში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის (π რიცხვის დაბადების დღე) მზადება ,,ოლიმპში’’ ორი კვირის წინ დაიწყო. საგანგებოდ გავიაზრეთ სკოლის სახელწოდება და ბერძნული ანბანის მეთექვსმეტე ასო π, როგორც მათემატიკური მუდმივა, დავუკავშირეთ სკოლის სახელს. ასე მივიღეთ ,,ოლიმπ’’ სინათლის ღმერთ აპოლონის ქურუმის,  დელფოს მისან პითიას სახელიც ჩვენებურად შევცვალეთ, π-ს დავუმატეთ ,,თეა’’  (ეს სიტყვა ბერძნულად ქალღემრთს ნიშნავს) და დაიბადა πთეა - ,,ოლიმπს’’ გუნდის დედოფალი. სამზადისში მთელი სკოლა იყო ჩართული. ქალღემრთმა πთეამ და მისი მეგობრებმა მოიძიეს ინფორმაცია π  რიცხვის შესახებ, გაეცნენ მის ისტორიას. ექსპო-ჯორჯიას პავილიონში  ,,ოლიმპელებმა’’ წარადგინეს ხელნაკეთი წიგნი  π რიცხვის შესახებ, ასევე, π რიცხვის კალენდარი და  π რიცხვის ჭაღი. ქალღმერთ πთეას დაბადების დღეზე მიართვეს ტორტი და π რიცხვის ყვავილების თაიგული. გამოფენისათვის მეშვიდეკლასელებმა სივრცული ფიგურები დაამზადეს, პატარებმა - ნახატები და აპლიკაციები, ხოლო მეექვსე კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამოცანის მაკეტი ბერძნული მითოლოგიის ელემენტებით.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ მოსწავლეები: ლიზი ბეჟანიშვილი, გიგი ფეიქრიშვილი, ავთო წიკლაური, ნიკო ბასილაია, დაჩი თომაძე, თომა დიასამიძე, ცოტნე მიქაუტაძე, სანდრო მახარაშვილი. გუნდის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის პედაგოგები: ქალბატონი დოდო მელიქიშვილი და ქალბატონი ნინო ქიტიაშვილი. გუნდის მიერ ხელნაკეთობების მომზადებას უძღვებოდნენ პედაგოგები: ქალბატონი მაია გიგაური და ქალბატონი თინა მამალაძე. დიდი მადლობა მათ!