IX კლასელები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახ. სახლმუზეუმში

2013 წლის 11 ივნისს სკოლა ,,ოლიმპის’’ მეცხრეკლასელებმა მოინახულეს ქ. თბილისში, ჩახრუხაძის ქუჩაზე მდებარე ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ექსპოზიცია. მუზეუმში გამგზავრებამდე სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელმა, ლელა წიქარიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებისათვის მოაწყო  ბარათაშვილის ცხოვრება-შემოქმედების ამსახველი ვიდეოჩვენება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა მიერ შესწავლილი პოემის ,,ბედი ქართლისას’’ ისტორიული ფონის ამსახველ მასალას. პოეტის მზეუმის საპრეზენტაციო დარბაზში ,,ოლიმპის’’ მოსწავლეებს გადაეცათ ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში (,,ქართული სიძველეები მოსწავლეთა თვალით’’) აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელები.