2013 წლის სკოლა "ოლიმპის" კურსდამთავრებული

 ზვიად ჯოლოხავამ 2013 წელს დაამთავრა სკოლა ,,ოლიმპი.'' მან სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში, თუმცა მოგვიანებით სასწავლებლად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვესტპოინტის სამხედრო აკადემიაში. ზვიადი აქტიურად მონაწილეობდა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საქართველოს ორგანიზაციის საქმიანობაში. ამერიკაში სწავლის პარალელურად მან შეძლო თსუ-ს საბაკალავრო პროგრამის დასრულებაც.  შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, მონდომება ზვიად ჯოლოხავას აწმყოსა და მომავალს განსაზღვრავს.