ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,Save the World
2013 წლის 14 ივნისს სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში მე-32 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ქ-ნმა ლელა ლიქოკელმა წარმოადგინა ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,Save the World.’’ სპექტაკლში გამოყენებული იყო ვიდეოციტატები, მუსიკალური ჩანართები. გამოვლინდა ლექსიკური მარაგისა და ენის კომპეტენციის გამდიდრება-გაღრმავების სხვადასხვა წყარო: ტექსტი, სიმღერა, ვიდეომასალა. ყველა კომპონენტი - ტექსტურ-მუსიკალური, კოსტიუმი, როლური ასპექტები, ვიდეოჩანართები შეესაბამებოდა მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარებას, ასახავდა მათთვის აქტუალურ თემატიკას, აღზრდის ჰუმანისტურ მიმართულებას.