ლიტერატურული ვიქტორინა

ლიტერატურული ვიქტორინა


2011 წლის 13 მაისს, სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა მეექვსეკლასელთათვის. ვიქტორინის იდეა ეკუთნოდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქ–ნ ცირა გიორგაძეს. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები სამი პარალელური კლასიდან (სულ დაახლოებით ორმოცი მოსწავლე); ბავშვები დაყოფილნი იყვნენ 7 გუნდად (,,არისტოკრატები,’’ ,,ელვა,’’ მამულიშვილები,’’ ,,ჩირაღდანი,’’ ,,თავისუფლება,’’ ,,ეტალონი,’’ ,,გამარჯვება’’). თითოეულ გუნდს ჰყავდა თავისი კაპიტანი. მოსწავლეებისათვის საპროგრამო და არასაპროგრამო მასალების საფუძველზე კითხვები მოამზადეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: ცირა გიორგაძემ, ქეთევან აბელაშვილმა, ინგა ყავლაშვილმა, ლელა მელიქიშვილმა. კომპიუტერული უზრუნველყოფა ეკუთვნოდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ალექსი ალაფიშვილს. ვიქტორინის მონაწილეებისათვის მუსიკის პედაგოგმა, ქ–ნმა ნინო ჯავახიძემ მოამზადა მუსიკალური პაუზა.
ვიქტორინის გამარჯვებული აღმოჩნდა გუნდი ,,ელვა’’ (37 ქულა). შედეგების მიხედვით გუნდები ასე განაწილდნენ: ,,არისტოკრატები’’ – 35 ქულა; ,,გამარჯვება’’ და ,,ჩირაღდანი’’ – 31 ქულა; ,,თავისუფლება’’ – 30 ქულა; ,,ეტალონი’’ – 27 ქულა; ,,მამულიშვილები’’ – 26 ქულა; ვიქტორინის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.