ღია გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში

2013 წლის 25 მაისს ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში (I3 კლასი, პედაგოგი: ქეთევან ცომაია). გაკვეთილმა წარმოაჩინა ესგ-ის ბუნებისმცოდნეობის სტანდარტით გათვალისწიებული ცოდნა და უნარები, მიღწევის მაღალი დონე და პოზიტიური შედეგები თითოეული მოსწავლის ჩართულობისა და აქტიურობის გათვალისწინებით. წარმოდგენილი იყო თვალსაჩინოება, ვიდეოციტატები ანიმაციური და მხატვრული მასალებიდან. გაკვეთილმა შეაჯამა მოსწავლეთა ცოდნა ცნებების, ტერმინების, მოვლენებისა და ფენომენების შესახებ მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწიებით. მოსწავლეებმა და პედაგოგმა ერთობლივად შექმნეს კრეატიული და სახალისო ატმოსფერო.