ვაკანსია სტაჟირების მსურველებისათვის

სკოლა ,,ოლიმპი’’ აცხადებს ვაკანსიებს სტაჟირების მსურველებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, განათლების მენეჯმენტისა და მართვის სფეროში (დასაქმების პერსპექტივით). სტაჟირებაზე მიიღებიან მაგისტრები, სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და/ან საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები 25-დან 35 წლამდე, რომელთაც სურთ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ სასკოლო განათლების სფეროში და აქვთ შესაბამისი მოტივაცია.

სტაჟირების მსურველებმა უნდა გადმოგზავნონ რეზიუმე (CV) განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური აღწერით, ასევე, სამოტივაციო წერილი  სკოლის ელექტრონულ მისამართზე schoololimp1@gmail.com.