თბილისის სასკოლო ვიქტორინა ,,ბერძნული მითების სამყარო"

ფესტივალი ,,ოლიმპოს მწვერვალი’’

ვიქტორინა ,,ბერძნული მითების სამყაროში’’


2011 წლის 15 აპრილს, საერო სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში ჩატარდა ვიქტორინა ,,ოლიმპოს მწვერვალი.’’ ვიქტორინაში მონაწილეობდნან ქ. თბილისის N83–ე, N87–ე, N1–ლი, N153–ე, ასევე, კერძო სკოლა ,,კანდიდისა’’ და საერო სკოლა ,,ოლიმპის’’ უფროსკლასელები. N83–ე საჯარო სკოლამ, დირექტორის მოადგილის, რელიგიისა და კულტურის პედაგოგის, ბ–ნი ლევან ბუკიასხელმძღვანელობით, მერვეკლასელთა ორი გუნდი წარმოადგინა – ,,ივერიელნი –1’’ და ,,ივერიელნი–2;’’ მეტად ორიგინალური სახელწოდებით წარსდგა N1–ლი საჯარო სკოლის გუნდი – ,,უქუსლო აქილევსი’’– გუნდის კაპიტანმა, სკოლია მეთერთმეტეკლასელმა, მარიკა ომანიძემ და გუნდის სხვა წევრებმა ამით განაცხადეს დაუმარცხებლობის, პირველობის ჯანსაღი ამბიცია. სკოლა ,,ოლიმპის’’ კაპიტანმა, თეზი ჯაფარიძემ, გგუნდის სახელწოდებად წარმოადგინა ,,ეგიდა’’ – ზევსის ფარის სახელი, მოწინააღმდეგის დაძლევის სიმბოლო. სკოლა ,,კანდიდის’’ გუნდი წარმოდგენილი გახლდათ კოლხური და, შესაბამისად, ქართული სინამდვილისათვის შედარებით ახლომდგომი სახელწოდებით – ,,დიოსკურები’’, რაც, ასევე, მიანიშნებდა გუნდურ ერთობასა და შემართებაზე. 


   ვიქტორინა, რომელიც ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის’’ ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა უფროსკლასელებში მსოფლიო კულტურის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ბერძნული მითოლოგიის პოპულარიზებას. ანტიკური სამყაროს შესახემ მოსწავლეთა მიერ დაგროვილი ცოდნის გაცოცხლება–გახალისებისათივს შეირჩა ვიქტორინის ფორმა. 


   კითხვები ვიქტორინისათის მოამზადეს ფილოლოგიის დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ფესტივალის კონსულტანტმა ქ–ნმა მაია კაკაშვილმა,ახალგაზრდული ინტელექტკლუბ ,,ლიბრას’’ დამფუძნებლებმა – ბექა ნამორაძემ და ნიკა ბეგაშვილმა. ქ–ნმა მაია კაკაშვილი მასალა კითხვარისათვის შეარჩია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და პროგრამა ,,ლოგოსის’’ მიერ გამოცემული წიგნების სერიის ,,ბერძნული მითების სამყაროში’’ საფუძველზე. ვიქტორინამ, რომელსაც ბექა ნამორაძე უძღვებოდა, ხალისიანად ჩაიარა. წამყვანმა 20–ზე მეტი შეკითხვით გუნდებს ,,რა? სად? როდის?’’ ვიქტორინის ფორმატში მიმართა, შესაბამისად, პასუხებისათვის განისაზღვრა ერთ წუთი. 


   ვიქტორინაში გაიმარჯვეს სკოლა ,,ოლიმპის’’ მოსწავლეებმა. მათ უმნიშვნელოდ ჩამორჩნენ ქ. თბილისის N1–ლი საჯარო სკოლისა და სკოლა ,,კანდიდის’’ მოსწავლეები, კითხვების ძირითად ნაწილს უპასუხეს ვიქტორინის მონაწილე სხვა გუნდებმაც. ვიქტორინის შედეგემი შეაჯამა სკოლა ,,ოლიმპის’’ დირექტორმა, ფესტივალის იდეის ავტორმა, ლელა წიქარიშვილმა. მანვე გადასცა ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები და უსურვა წარმატებები.


   ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის’’ ფარგლებში 2011 წლის 7 აპრილს, 10:00–15:00 საათებში, სკოლა ,,ოლიმპში’’ ჩატარდება ანალიტიკური წერის აქცია. მოსწავლეებს მიეწოდებათ ვრცელი ამონარიდები პლუტარქეს, ჰომეროსის, კონსტანტინოს კავაფისის თხზულებებიდან. შესაბამისი მითითებების საფუძველზე წერით აქციის მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ და თანამედროვეობა ერთგვარად დაუკავშირონ წარსულს. მოსწავლეებს წერის პროცესშივე გაეწევათ კონსულტაციები, მიეწოდებათ საწერ თემატიკასთან დაკავშირებული ლიტერატურა.