ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტები

ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე სისტემატურად იმართება მოსწავლეთა კონცერტები. სხვადასხვა სიხშირით ტარდება ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტები, რომლებშიც ყველა ბავშვი თავისი უნარის შესაბამისადაა ჩართული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შეეძლოთ საკუთარი თავის ჩვენება, ამიტომ ყველა კლასის დამრიგებელი ვალდებულია სხვა პედაგოგებთან ერთად ბავშვები სასცენო ფორმატშიც წარმოაჩინოს. „ოლიმპი“ წელიწადში ორჯერ ატარებს დიდ სასკოლო კონცერტებს. წინასაახლწლოდ კი ტრადიციულად გრანდიოზული ღონისძიება იმართება.